მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პრეზენტაცია

27 ივნისი,2014

2014 წლის 27 ივნისს 13.00 საათზე გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პროგრამის „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ პრეზენტაცია.

პროგრამის მიზანია ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის სტრატეგიის ფარგლებში ხელი შეუწყოს ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში მცხოვრები ეროვნული უმცირესობებისათვის ქართული ენისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნების შესწავლის პროცესს. პროგრამის მონაწილეები იცხოვრებენ ადგილობრივ ოჯახებში და მინიმუმ ერთი აკადემიური წლის მანძილზე იმუშავებენ არაქართულენოვან საჯარო სკოლებში.

შეხვედრას ესწრებოდნენ   განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჰუმანიტარული ფაკულტეტების დამამთავრებელი კურსის სტუდენტები.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო

27 ოქტომბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო, რომელშიც მონაწილეობის მიიღეს გორის...

27 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა