მე-5 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

14 ივნისი,2017

14 ივნისს გორის უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა მე-5 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია.
კონფერენცია ოფიციალურად გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა. პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ: ვიანორ ახალაია - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის სასწავლო სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი, ავთანდილ არაბული - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი და გიორგი გოგოლაშვილი - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი.
პლენარული სესიის შემდეგ კონფერენციის მონაწილეებმა მუშაობა განაგრძეს ქართული ენის, ლიტერატურისა და პედაგოგიკის სექციებში. კონფერენციაზე სულ წარმოდგენილი იყო 47 მომხსენებლის/თანამომხსენებლის 42 ნაშრომი.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა პროექტ „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში

მიმდინარე წლის 24 აპრილს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს, პროექტ „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, სტუმრობდნენ საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის...

24 აპრილი, 2024 სრულად ნახვა

საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებისთვის

2024 წლის 17 აპრილს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტებისთვის გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, თემაზე „ახალი კანონით გათვალისწინებული სიახლეები და...

17 აპრილი, 2024 სრულად ნახვა