მეათე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

17 ნოემბერი,2017

17 ნოემბერს გორის უნივერსიტეტში გაიმართა მეათე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია: გამოწვევები და პერსპექტივები".
დღევანდელი კონფერენცია საიუბილეოა უნივერსიტეტისათვის.
კონფერენცია გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც მოკლედ მიმოიხილა საერთაშორისო კონფერენციის ათწლიანი ისტორია, ხაზი გაუსვა უმაღლესი განათლების სისტემაში არსებულ ახალ გამოწვევებს და გორის უნივერსიტეტის მზაობას. ასევე აღნიშნა, რომ 2017 წელი გორის უნივერსიტეტში არის საიუბილეო წელი და ყოფილ რექტორიებს, ბატონ გედევან ხელაიას, ბატონ ვიანორ ახალაიას და ქალბატონ კლარა ელჩიბეგაშვლს მიულოცა ეს, მათთვის ეს მნიშვნელოვანი თარიღები. ისაუბრა გორის უნივერსიტეტში მათი მოღვაწეობის და დამსახურებების შესახებ.
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი, ბატონი ზაზა ჯაფარიძე, სოხუმის უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი, პროფესორი მარიამ მირესაშვილი, გორის უნივერსიტეტის პროფესორები: ქალბატონი ციური დურული, ქალბატონი კლარა ელჩიბეგაშვილი, ბატონი ლევან მიდოდაშვილი, ბატონი გიორგი ხორბალაძე, ბატონი ელდარ მამისთვალიშვილი. პლენარულ სხდომაზე მოხსენება გააკეთა, გორის უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ვიანორ ახალაიამ.
პლენარული სხდომის შემდეგ მუშაობა გაგრძელდა სექციებში.
წარმოდგენილი იყო 176 მომხსენებლის 149 ნაშრომი.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა