მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

27 ოქტომბერი,2016

მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენცია გახსნა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელიც მიესალმა კონფერენციის მონაწილეებს, ისაუბრა იაკობ გოგებაშვილის ღვაწლზე ქართული განათლების სისტემის განვითარებაში და აღნიშნა, რომ გორის უნივერსიტეტი მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი ტიპის სამეცნიერო ღონისძიებების განხორციელებას. კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოვიდნენ გორის უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი გოგოლაშვილი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი ავთანდილ არაბული და გორის უნივერსიტეტის პროფესორი, ქალბატონი თამარ გოგოლაძე. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს და საზღვარგარეთის უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალის და მკვლევარების 47 სამეცნიერო ნაშრომი. 

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა