მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი ,,ქართულ_თურქული ურთიერთობები“,

13 დეკემბერი,2019

2019 წლის 2-დან 4 დეკემბრის ჩათვლით თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მიმდინარეობდა მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი ,,ქართულ_თურქული ურთიერთობები“, სადაც საქართველოს სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტების (ბათუმის, ახალციხის და სოხუმის) წამყვან მეცნიერებთან ერთად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მონაწილეობას იღებდნენ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი იოსებ ალიმბარაშვილი და ამავე ფაკულტეტის პროფესორები: ელდარ მამისთვალიშვილი და ოთარ ჯანელიძე.
სიმპოზიუმი ჩატარდა ანკარაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობითა და ,,თურქეთის საისტორიო საზოგადოების“ ინიციატივით.
კონფერენციის პირველ დღეს შესავალი სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ელჩი თურქეთში ბატონი გიორგი ჯანჯღავა, თურქეთის საისტორიო საზოგადოების თავმჯდომარე ბატონი რეფიკ თურანი, ბატონი იბრაჰიმ თელიოღლუ, ქართული უნივერსიტეტების რექტორები და სხვ. შემდეგ კონფერენცია გაგრძელდა სექციებში.
კონფერენციის მესამე დღეს მასპინძლებმა ქართველ მეცნიერებს დაათვალიერებინეს ანატოლიის ეროვნული მუზეუმი, მუსტაფა ქემალ ფაშას (ათათურქის) მავზოლეუმი, თურქეთის პირველი მეჯლისის შენობა და სხვა ისტორიული ადგილები.
გორელმა მეცნიერებმა თურქ კოლეგებს საჩუქრად ჩაუტანეს 2018 წლის ნოემბერში გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებული ,,ქართულ_თურქული ურთიერთობების“ მესამე საერთაშორისო სიმპოზიუმის კრებულები, რომელიც უნივერსიტეტის სტამბაში დაიბეჭდა.
მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიუმს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა