მეთერთმეტე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

16 ნოემბერი,2018

16 ნოემბერს გორის უნივერსიტეტში დაიწყო მეთერთმეტე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "განათლება და მეცნიერება XXI საუკუნეში: რეალობა, გამოწვევები, პერსპექტივები". კონფერენცია გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა კონფერენციის მონაწილეებს აქტიურობისთვის, მიმოიხილა გორის საერთშორისო კონფერენციის მოკლე ისტორია, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ კონფერენციის საპატიო სტუმრები: სოხუმის უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი ზურაბ ხონელიძე და დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი, ბატონი ზაზა ჯაფარიძე. ასევე სტუმრებს მიესალმნენ: გორის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი; ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ხორბალაძე, პროფესორები კლარა ელჩიბეგაშვილი და ელდარ მამისთვალიშვილი. პლენარული სხდომის დასასრულს სიტყვით გამოვიდნენ უკრაინის ეროვნული საავიაციო უნივერსიტეტის პროფესორები ლილია ბარანოვსკაია, ოლენა მოსკალენკო და ტატიანა პლაჩინდა.
პლენარული სხდომის შემდეგ მუშაობა გაგრძელდა სექციებში, სადაც წარმოდგენილი იყო 121 ნაშრომი.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა