მეთხუთმეტე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

15 დეკემბერი,2022

2022 წლის 15 დეკემბერს გაიხსნა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეთხუთმეტე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „განათლება, მეცნიერება, ინოვაციები პოსტ-პანდემიურ პერიოდში“.
კონფერენცია გახსნა, მონაწილეებსა და სტუმრებს მიესალმა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი. უნივერსიტეტის რექტორმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში ჩართულ საქართველოს და საზღვარგარეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს და უსურვა წარმატებები.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი ლევან მიდოდაშვილი.
მეთხუთმეტე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, თურქეთის, ტაივანის (ჩინეთის რესპუბლიკა), აზერბაიჯანის, არაბთა გაერთია-ნე¬ბუ¬ლი საამიროების, აშშ-სა და ტაი¬ლა¬ნდის უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების წარმომადგენლებმა. კონფერენციაზე პროგრამით წარმოდგენილი იყო 158 ავტორის/თანაავტორის 125 მოხსენება 7 სექციაში: ისტორიის, ფილოლოგიის, სოციალური მეცნიერებებისა და სამართლის, ბიზნესისა და ეკონომიკის, განათლების, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მათემატიკისა და ინფორმატიკის მიმართულებით.
კონფერენციის ფარგლებში 16 დეკემბერს დაგეგმილია გამოფენა - „პატარა ლიახვის ხეობის მატერიალური კულტურის ძეგლები“

 

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

დაჯილდოების ცერემონია

მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა და საჯარო სკოლების მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია.

09 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა