მონიკა ტომაშზევსკას საჯარო ლექცია

08 ივნისი,2026

2026 წლის 8 ივნისს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჩატარდა გდანსკის უნივერსიტეტის სრული პროფესორის, გდანსკის უნივერსიტეტის შრომის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ქ-ნი მონიკა ტომაშზევსკას ლექცია თემაზე „ევროკავშირის სოციალური პოლიტიკა“. პოლონელი პროფესორის ვიზიტი საქართველოში განხორციელდა ჟან მონეს კათედრის ფარგლებში სახელწოდებით „ევროკავშირის სოციალური მართლმსაჯულება“, რომელსაც ახორციელებს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი. საჯარო ლექციის შეხვედრა გახსნა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანემლა ბ-ნმა დავით კვერნაძემ, სასწავლო პროცესის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა და ჟან მონეს კათედრის პროფესორმა ციური დურულმა და ჟან მონეს კათედრის ავტორმა, ხელმძღვანელმა და პროფესორმა ეკატერინე ქარდავამ.

პროფესორი ტომაშზევსკა საჯარო ლექციის დაწყებამდე შეხვდა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორს ბ-ნ ზურაბ ზურაბაშვილს, უნივერსიტეტის კანცლერს ბ-ნ დავით კვერნაძეს და უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანის მოადგილეს ქ-ნ მარიკა შერაზადიშვილს. პოლონელ პროფესორს გადაეცა სიმბოლური საჩუქრები გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიმბოლიკით.
პროფესორი ტომაშზევსკას ლექცია შეეხო ევროკავშირის ზოგად სოციალურ პოლიტიკას, ევროკავშირის შრომის სამართალს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ეროვნულ დონეზე იმპლემენტირების ასპექტებს, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მსჯელობის სტანდარტსა და კონკრეტულ ქეისებს.
ლექციის მსვლელობისას გაიმართა დისკუსია, რომელშიც ჩართულები იყვნენ პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტთა მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

2026 წლის 08 ივნისს, ჰიბრიდულ რეჟიმში, გაიმართა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ბავშვთა უფლებები და...

08 ივნისი, 2026 სრულად ნახვა

მონიკა ტომაშზევსკას საჯარო ლექცია

026 წლის 8 ივნისს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჩატარდა გდანსკის უნივერსიტეტის სრული პროფესორის, გდანსკის უნივერსიტეტის შრომის დეპარტამენტის ხელმძღვანელის...

08 ივნისი, 2026 სრულად ნახვა