მოსწავლეების ესეების კონკურსი

25 აპრილი,2019

24 აპრილს გორის უნივერსიტეტში გაიმართა გორის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მესამე საფეხურის მოსწავლეების ესეების კონკურსი, რომლის ინიციატორიც იყო გორის უნივერსიტეტის ლიტერატურის კაფე.
კონკურსში მონაწილეებს შეხვდნენ და წარმატებები უსურვეს გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა; რექტორის მოადგილემ, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა; ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი ხორბალაძემ (ჟიურის წევრი), ლიტერატურული კაფის ხელმძღვანელმა, თამარ გელიტაშვილმა (ჟიურის თავმჯდომარე) და გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, ნანა ტერმაკოზაშვილმა.
მონაწილეებს, ჟიურის თავმჯდომარემ, თამარ გელიტაშვილმა ადგილზე გააცნო საკონკურსო ესეს სათაური. რის შემდეგაც მოსწავლეები გადანაწილდნენ აუდიტორიებში.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია გაიარა 101 კონკურსანტმა.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა