NATO-ს წარმატებული ისტორია

20 დეკემბერი,2018

20 დეკემბერს, გორის უნივერსიტეტში, გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის პროექტის - "NATO-ს წარმატებული ისტორია", ყველაზე აქტიურ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები. პროექტის ფარგლებში მონაწილეები შეხვდნენ ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს საქართველოში, საქართველოში NATO-ს წევრი ქვეყნების ელჩებს და საქართველოს სახელმწიფო უწყებების მაღალი თანამდებობის პირებს. პროექტი დაფინანსებული იყო NATO-ს სახალხო დიპლომატიის განყოფილების მიერ.
შეხვედრა გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფეორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრს სტუდენტებისთვის ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის, ასევე პროექტის ექსპერტს, ქალბატონ არინა თავაქარაშვილს, რომელმაც გორის უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება მისცა მონაწილეობა მიეღოთ აღნიშნულ პროექტში.
პროექტის კოორდინატორი, გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრის დირექტორი, ნატო ბაჩიაშვილი; პროექტის ექსპერტი, გორის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, არინა თავაქარაშვილი.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა