ონლაინ კვირეული

25 იანვარი,2021

მიმდინარე წლის 20 იანვარს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით დაიწყო ონლაინ კვირეული - “მოემზადე ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის გორის უნივერსიტეტის მასტერკლასებით” .
შეხვედრების მთავარი მიზანია აბიტურიენტებისთვის გამოცდების შესახებ მნიშვნელოვანი და აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება.
დაგეგმილი კვირეულის ფარგლებში 25 იანვარს გაიმართა ვირტუალური შეხვედრა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტთან ინგლისურის მიმართულებით, ქალბატონ ნონა პოპიაშვილთან..
შეხვედრის დროს ექსპერტმა განიხილა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ინგლისური ენის გამოცდის ძირითადი ასპექტები. ასევე, თუ რას უნდა მიაქციონ ყურადღება გამოცდებისათვის მზადების პროცესში.
აბიტურიენტები აქტიურად ჩაერთვნენ ონლაინ შეხვედრაზე.
აღსანიშნავია, რომ ონლაინ კვირეულზე დასასწრებად რეგისტრაცია გაიარა ასობით აბიტურიენტმა.

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა