ონლაინ საჯარო ლექცია

03 ივნისი,2021

მიმდინარე წლის 3 ივნისს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის, ფილოლოგიის დოქტორისა და კრიტიკოსის ლევან ბრეგაძის ონლაინ საჯარო ლექცია - ავტორი, ტექსტი, მკითხველი (რეზო ყარალაშვილის კონცეფცია).
ლექცია მისასალმებელი სიტყვით დაიწყო გორის უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ვიანორ ახალაიამ. ლექციის დროს ბატონმა ლევან ბრეგაძემ ისაუბრა რეცეფციულ ესთეტიკაზე, ,,მწერლის სიკვდილის" პარადიგმებსა და ლიტერატურულ კონცეფციებზე.

ონლაინ საჯარო ლექციას ესწრებოდნენ პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

მოხსენების დასასრულს გაიმართა დისკუსია მომსხენებელსა და დამსწრეებს შორის.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა