ონლაინ შეხვედრა საქართველოს ისტორიის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის განხილვის მიზნით

12 სექტემბერი,2022

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი განაგრძობს მზადებას საქართველოს ისტორიის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის განხილვის მიზნით.
2022 წლის 12 სექტემბერს zoom.us-ის პლატფორმით მოეწყო ონლაინ შეხვედრა პროგრამის კურსდამთავრებულთა პოტენციურ დამსაქმებლებთან, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილემ - მიხეილ წერეთელმა, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილემ - მირიან ხოსიტაშვილმა, საქართველოს პარლამენტის კვლევითი სამსახურის, არქივის გამგემ - ირაკლი იაკობაშვილმა, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამომცემლო-სარედაქციო განყოფილების უფროსმა შალვა გლოველმა, შიდა ქართლის რეგიონში მოქმედი მუზეუმებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა: ლია ოქროპირიძემ, რობერტ მაღლაკელიძემ, ბადრი გასპაროვმა, თამილა კოშორიძემ, საჯარო სკოლების დირექტორებმა: თამარ სამსონაშვილმა, რუსუდან ლომიძემ, გიორგი ბერძნიშვილმა და ა. შ.
შეხვედრა გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა მოწვეულ სტუმრებს თანამშრომლობისათვის და ხაზი გაუსვა სადოქტორო პროგრამის მნიშვნელობას, არა მარტო უნივერსიტეტის, არამედ მთლიანი რეგიონისათვის.
დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს: ბატონმა რობერტი მაღლაკელიძემ, გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების უფროსმა, რომელმაც დააყენა საქმიანი წინადადება კონკრეტული სასწავლო კურსის ფორმულირებასთან დაკავშირებით. ქალბატონმა თეონა იაშვილმა, ბატონებმა: მიხეილ წერეთელმა, მირიან ხოსიტაშვილმა მზადყოფნა გამოთქვეს თანამშრომლობისათვის და აღნიშნეს, რომ ისეთი დიდი ტრადიციების უმაღლესი სასწავლებლისათვის, როგორიცაა გორის უნივერსიტეტი, სწავლების მესამე საფეხურის განხორციელება აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხია.

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

დაჯილდოების ცერემონია

მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა და საჯარო სკოლების მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია.

09 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა