ონლაინ ტრენინგ კურსი - კვლევა და მონიტორინგი

16 მაისი,2020

2020 წლის 11-16 მაისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ჩართულობით გაიმართა ონლაინ ტრენინგ კურსი - კვლევა და მონიტორინგი.
ტრენინგ კურსის მიზანი იყო, ტრენინგის მონაწილეები მოამზადოს გამოყენებითი კვლევისა და მონიტორინგის დამოუკიდებლად ჩატარებისათვის. მათ მიეწოდათ ინფორმაცია სოციოლოგიური კვლევისა და მონიტორინგის ჩატარების შესაბამისი მეთოდების გამოყენების შესახებ.

მოცემული სასწავლო კურსის ძირითადი თემები მოიცავდა როგორც კვლევის, ასევე, მონიტორინგის დაგეგმვისა და განხორციელების შესახებ ინფორმაციას, ასევე, კონკრეტულ პრაქტიკულ რჩევებს.
ტრენინგ კურსს უძღვებოდა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ანალიტიკური სამსახურის უფროსი, ქალბატონი მაია არავიაშვილი.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა