ონლაინ ტრენინგი

26 თებერვალი,2021

2021 წლის 26 თებერვალს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ბატონმა ლევან მიდოდაშვილმა და კანცელარიის უფროსმა ბატონმა იოსებ ალიმბარაშვილმა უნივერსიტეტის თანამშრომლებისათვის ,,ზუმის" პლატფორმით გამართეს ონლაინ ტრენინგი თემებზე: ,,უსდ ავტორიზაციის სტანდარტებით გათვალისწინებული მოთხოვნები და უნივერსიტეტის შიდა ხარისხის უზრუნველყოფის რეგულაციები“ და ,,ელექტრონული საქმისწარმოების ტექნიკური საკითხები“.
ტრენინგის ორგანიზატორებმა ყურადღება გაამახვილეს უსდ-ს მიერ საკითხთან დაკავშირებით გამოცემულ შიდა სამართლებრივ აქტებსა და დოკუმენტებზე. მოქმედი რეგულაციებიდან გამომდინარე, განმარტეს ავტორიზაციის სტანდარტებთან გათვალისწინებულ თანამშრომელთა უფლება-მოვალეობებზე, ასევე ელექტრონულ საქმისწარომების წესთან დაკავშირებულ საკითხებზე, ვადებსა და სხვა ტექნიკურ დეტალებზე.
შეხვედრის დასასრულ, ლ. მიდოდაშვილმა და ი. ალიმბარაშვილმა უპასუხეს დასმულ შეკითხვებს.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა