პოეტური საღამო

24 ოქტომბერი,2022

მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურულმა კაფემ უმასპინძლა ქართველ პოეტს გურამ ჯახუტაშვილს.
გურამ ჯახუტაშვილი ორი პოეტური კრებულის - „თევზის ოთახი“ (2013წ.) და „მზის ჩრდილი“ (2018წ.) - ავტორია. ამათგან ერთი - „თევზის ოთახი“ 2013 წელს პრემია „საბას“ ფინალისტთა სიაში იყო, ნომინაციაში - „ლიტერატურული დებიუტი“.
შეხვედრას უძღვებოდა ლიტერატურული კაფის ხელმძღვანელი, კრიტიკოსი თამარ გელიტაშვილი.
პოეტურ საღამოს ესწრებოდნენ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, პოეტები.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

დაჯილდოების ცერემონია

მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა და საჯარო სკოლების მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია.

09 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა