პოეზიის დღე სტუდენტური დღეების ფარგლებში

14 ივნისი,2023

მიმდინარე წლის 14 ივნისს გიორგი მახარობლიძის სახელობის გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურულ კაფეში „სტუდენტური დღეები 2023“-ის ფარგლებში მოეწყო პოეზიის დღე.
საღამო გახსნა და შეხვედრას მოდერატორობდა, გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი და პოეტი გიორგი ხორბალაძე.
საკუთარი შემოქმედებიდან ლექსები წაიკითხეს ნინო მოდრეკილაძემ, აკაკი გაბრიჭიძემ და გიორგი ხორბალაძემ.
პოეზიის საღამოს ესწრებოდა საპატიო სტუმარი, პოეტი ჯემალ ინჯია, რომელმაც მსმენელთა თხოვნით საკუთარი შემოქმედებიდან წაიკითხა რამდენი ლექსი.
შეხვედრამ მყუდრო და სასიამოვნო გარემოში ჩაიარა, დასასრულს გაიმართა დისკუსია.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

დაჯილდოების ცერემონია

მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა და საჯარო სკოლების მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია.

09 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა