პოეზიის საღამო გორის უნივერსიტეტში

04 ნოემბერი,2016


მიმდინარე წლის 4 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით, უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, სააქტო დარბაზში, გაიმართა პოეზიის საღამო სახელად "აბგდ". საღამოს სტუმრები იყვნენ, შესანიშნავი ახალგაზრდა პოეტები:
• გენრი დოლიძე
• როინ აბუსელიძე
• აჩი ბერიძე
• გიორგი გაბაიძე
პოეზიის საღამოზე შედგა პოეტების ერთობლივი პოეტური კრებულის ,,ა,ბ, გ, დ” წარდგენა აუდიტორიისთვის. ავტორებმა ღონისძიებაზე წაიკითხეს საკუთარი ნაწამოებები. ასევე უნივერსიტეტის ტერიტორიაზე უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა გიორგი სოსიაშვილმა, კანცლერმა, ბატონმა გიორგი ხორბალაძემ, გორში მოღვაწე პოეტებმა და მოწვეულმა სტუმრებმა დარგეს მუხის ხე, როგორც უნივერსიტეტის გრძელვადიანი, მდგრადი განვითარების სიმბოლო.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა