პოეზიის საღამო

04 ივნისი,2015

2015 წლის 3 ივნისს სტუდენტური დღეების ფარგლებში, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სამკითხველო დარბაზში პოეზიის საღამო სახელწოდებით „შენ ჩემი წიგნი სახსოვრად გქონდეს“ მოეწყო, სადაც გორის უნივერსიტეტის სტუდენტებმა წაიკითხეს ლექსები ქართველი პოეტების ანა კალანდაძის, მუხრან მაჭავარიანისა და მურმან ლებანიძის პოეზიიდან.
ღონისძიება უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის თანამშრომლის მანანა ჩხეიძისა და ბიბლიოთეკის სხვა თანამშრომლების ორგანიზებით გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ხორბალაძე, რექტორის მოადგილე ალექსანდრე მღებრიშვილი, ადმინისტრაციული პერსონალი და სტუდენტები.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო

27 ოქტომბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო, რომელშიც მონაწილეობის მიიღეს გორის...

27 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა