პოლონეთის დელეგაცია

10 თებერვალი,2016

10 თებერვალს გორის უნივერსიტეტს ეწვია პოლონეთის დელეგაცია. პოლონეთის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ევროპარლამენტარი - ტომაშ მაკოვსკი, პოლონეთის პარლამენტის დეპუტატი - არტურ დებსკი და საჯარო პარტნიორობის ინსტიტუტის წარმომადგენელი, პოტენციური ინვესტორი საქართველოსთვის - ჰუბერტ დრაბიკი.

დელეგაციას შეხვდა გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი. შეხვედრის დროს, პოლონურმა მხარემ გამოთქვა სრული მზადყოფნა გაუზიაროს გამოცდილება გორის უნივერსიტეტს სხვადასხვა მიმართულებით, დაისახა მომავალი ურთიერთობების პერსპექტივები და კონკრეტული გეგმები.

პოლონეთის დელეგაციამ დაათვალიერა გორის უნივერსიტეტში 2015 წელს გახსნილი ვარშავის უნივერსიტეტის ოფისი. 

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო

27 ოქტომბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო, რომელშიც მონაწილეობის მიიღეს გორის...

27 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა