პრეზენტაცია თემაზე "აშშ-ს და საქართველოს ურთიერთობები განათლების სფეროში"

06 დეკემბერი,2019

მიმდინარე წლის 5 დეკემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა პრეზენტაცია თემაზე "აშშ-ს და საქართველოს ურთიერთობები განათლების სფეროში".
შეხვედრას წარუძღვა უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი, ბატონი ზურაბ ზურაბაშვილი, რომელმაც გააკეთა მოხსენება საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებზე განათლების სფეროში და მსმენელებს გააცნო open word-ის პროგრამის ფარგლებში მიღებული გამოცდილება.
2019 წლის 13-25 ნოემბერს ბატონმა ზურაბ ზურაბაშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველოში აშშ-ს საელჩოს და კონგრესის ბიბლიოთეკის მიერ ორგანიზებულ open word-ის პროგრამაში. პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა შეხვედრები გამართეს ტენესის შტატის უნივერსიტეტის, პელისიპის სათემო კოლეჯის, უოლტერსის სათემო კოლეჯის და ლონკოლნის მემორიალური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან, სადაც განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები. იგეგმება აღნიშნულ უნივერსიტეტებთან მომავალი თანამშრომლობა ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის და სტუდენტთა მობილობის პროგრამების კუთხით, ასევე, ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელება.
შეხვედრას ესწრებოდა გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ხორბალაძე, რექტორის მოადგილე, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა