პრეზენტაცია

29 დეკემბერი,2014

2014 წლის 29 დეკემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში რექტორის, პროფესორ გიორგი სოსიაშვილის წიგნების პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ ცნობილი საზოგადო მოღვაწეები, ხელისუფლების წარმომადგენლები, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ მწერლები: როსტომ ჩხეიძე, რევაზ მიშველაძე, ჯემალ ინჯია, ვანო ჩხიკვაძე, ზაურ წაქაძე. გორის უნივერსიტეტის პროფესორები: იოსებ ჭუმბურიძე, ელდარ მამისთვალიშვილი, სოსო სიგუა, ოთარ ჯანელიძე, დავით ახლოური, მარინე ცერცვაძე და თამილა გოგოლაძე.
გამომსვლელებმა ისაუბრეს გიორგი სოსიაშვილის ლიტერატურული შემოქმედებისა და სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ, მადლობა გადაუხადეს ,,ახალი, ჭეშმარიტი პროზის შექმნისთვის“ (რევაზ მიშველაძე) და უსურვეს შემდგომი წარმატებები დიდ სამწერლობო და სამეცნიერო ასპარეზზე.
შეხვედრის ბოლოს პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას, ჩამობრძანებულ სტუმრებს, ,,ლიბერთი ბანკის“ გორის ფილიალის ხელმძღვანელობას, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს მისი ნაშრომების დადებითად შეფასებისათვის და მიულოცა დამდეგი შობა-ახალი წელი.

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო

27 ოქტომბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო, რომელშიც მონაწილეობის მიიღეს გორის...

27 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა