პრეზენტაცია

07 ნოემბერი,2017

7 ნოემბერს, საქართველოს მწერალთა კავშირში გაიმართა გორის უნივერსიტეტის რექტორ, პროფესორ გიორგი სოსიაშვილის პროზაული კრებულის, "ნათლის გვირაბი" პრეზენტაცია.
შეხვედრა გახსნა მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ, ბატონმა რეზო მიშველაძემ, რომელმაც ისაუბრა გიორგი სოსიაშვილის შემოქმედების და კონკრეტულად კრებულის შესახებ. პრეზენტაციას უძღვებოდა მწერალთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე, პროფესორი სოსო სიგუა. პრეზენტაციის დაწყებამდე საზოგაოდებამ პატივი მიაგო ჯანსუღ ჩარკვიანის ხსოვნას.
პრეზენტაციის დროს "ნათლის გვირაბის" შესახებ ისაუბრეს მწერლებმა და საზოგადო მოღვაწეებმა: ბატონებმა, ბაღათურ არაბულმა, იროდი ასანაშვილმა, ზაალ ბოტკოველმა, სოსო ჭუმბურიძემ, ნომადი ბართაიამ, თემურ ჩალაბაშვილმა რომელმაც წაიკითხა ბატონ გიორგი სოსიაშვილისადმი მიძღვნილი ლექსი. მწერალს ასევე მიესალმა და მის შემოქმედებაზე ისაუბრა ქალბატონმა დიანა აბშილავამ.
პრეზენტაციის დასასრულს, კრებულის ავტორმა, მწერალმა გიორგი სოსიაშვილმა მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას და პრეზენტაციის მონაწილეებს მისი შემოქმედების შეფასებისა და დაფასებისათვის.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა