პრეზენტაცია

27 მარტი,2015


2015 წლის 26 მარტს, სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამის ფარგლებში გორის III, XII და გორის რაიონის სოფ.ატენის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეები გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ესტუმრნენ, დაათვალიერეს ინფრასტრუქტურა, გაეცვნენ სასწავლო გარემოს და მიიღეს ინფორმაცია, თუ რა საბაკალავრო პროგრამებს სთავაზობს მათ გორის უნივერსიტეტი, სწავლების რა მეთოდები გამოიყენება და რა მიდგომებია დამკვიდრებული უნივერსიტეტში .
აბიტურენტებს შეხვდა და გაესაუბრა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ხორბალაძე. უნივერსიტეტის შესახებ პრეზენტაციები გააკეთეს სტრატეგიული განვითარების, საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანა იმნაძემ და პროფესიული პროგრამების მენეჯერმა ლევან წიქარიძემ.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო

27 ოქტომბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო, რომელშიც მონაწილეობის მიიღეს გორის...

27 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა