პრეზიდენტის სტუმრობა გორის უნივერსიტეტში

19 სექტემბერი,2016

2016 წლის 19 სექტემბერს გორის უნივერსიტეტს საქართველოს პრეზიდენტი, ბატონი გიორგი მარგველაშვილი ეწვია. პრეზიდენტმა, თავდაპირველად, სპორტული კუთხე დაათვალიერა და შეხვდა უნივერსიტეტის სტუდენტ და კურსდამთავრებულ ოლიმპიელებს - ჩემპიონს ვლადიმერ ხინჩეგაშვილს და ბრინჯაოს პრიზიორს გენო პეტრიაშვილს.
შემდეგ პრეზიდენტის სტუმრობა გაგრძელდა სააქტო დარბაზში, სადაც ქვეყნის პირველ პირს პირველკურსელები ელოდნენ.
შეხვედრა გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც კიდევ ერთხელ მიულოცა სტუდენტებს სწავლის დაწყება და მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს სტუმრობისთვის, ისაუბრა იმ სიახლეების შესახებ, სტუდენტებს უნივერსიტეტში რომ დხვდებათ.
საქართველოს პრეზიდენტი გულითადად მიესალმა პირველკურსელებს, ისაუბრა ქვეყნის წინაშე არსებულ ძირითად გამოწვევებზე, შეახსენა სამოქალაქო ვალდებულება მოახლოებულ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.
სწორედ ამ მოვალეობაზეა გამახვილებული ყურადღება მისალოც ბარათშიც, პრეზიდენტმა საქართველოს უნივერსიტეტების პირველკურსელებს რომ დაუგზავნა: .
„სულ მალე, შესაძლოა, ცხოვრებაში პირველად, კიდევ ერთი საპასუხისმგებლო მოვლენის პირისპირ დადგები - 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე თვეზე ნაკლები რჩება.
შენი აქტიური სამოქალაქო მონაწილეობა - შენი ხმა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც შენი ცოდნა.
შენ ღირსეულად ჩააბარე აკადემიური გამოცდები და მჯერა, რომ მოქალაქეობრივ მოვალეობასაც ასეთივე პასუხისმგებლობით მოეკიდები“...
..პრეზიდენტმა სტუდენტთა შეკითხვებსაც უპასუხა და ერთ - ერთი მათგანისგან ასეთი კომპლიმენტი მიიღო: „გმადლობთ, რომ ჩვენი სტუდენტობის პირველი დღე გაგვილამაზეთ“...

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა