პროექტი გააციფრულე საქართველო

19 მაისი,2021

კომპანია გუგლი, საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით, Google for Tourism Campaign-ის ფარგლებში, ამზადებს ციფრულ მოხალისეებს, რომლებიც იმოგზაურებენ საქართველოს რეგიონებში, შეხვდებიან ადგილობრივ ციფრულ მისიონერებს და გადასცემენ თავიანთ ცოდნას, რათა ხელი შეუწყონ ქვეყნის გაციფრულების პროცესს.
სწორედ ამ გამოწვევებზე საპასუხოდ, დაიწყო პროექტი „გააციფრულე საქართველო“, სადაც უდიდესი როლი ენიჭება ადგილობრივ ახალგაზრდებს (რომელთაც გააჩნიათ ციფრული უნარები და საკმარისი მოტივაცია ჩაერთონ აღნიშნულ საქმიანობაში).
ამა წლის 18 მაისს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სადაც აქტიურად იყვნენ ჩართულები გორის უნივერსიტეტის სტუდენტები. საინფორმაციო შეხვედრაზე პროექტის ორგანიზატორებმა მონაწილეებს გაუზიარეს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება, სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა გახდნენ ჩვენი ქვეყნის ციფრული მისიონერები.
შეხვედრაზე თეორიული მასალის გაცნობის შემდეგ სტუდენტებს საშულება ჰქონდათ კონკრეტულ ლოკაციებზე ემუშავათ და წარმოედგინათ საკუთარი ნამუშევრები

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა