რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის დაფუძნება

09 ივლისი,2021

მიმდინარე წლის 9 ივლისს „ERASMUS+“-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის RURD-ის (უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში) ფარგლებში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა, სადაც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ქალბატონმა ნუნუ მიცკევიჩმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ბატონმა სოლომონ პავლიაშვილმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა და რეგიონული უნივერსიტეტების რექტორებმა.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის დაფუძნება, აღნიშნულთან დაკავშირებით მემორანდუმი გაფორმება და რექტორთა რეგიონული კონფერენციის თავმჯდომარის არჩევა.
მნიშვნელოვანია, რომ მემორანდუმს ხელი 11 რეგიონული უნივერსიტეტის რექტორმა მოაწერა, მათ შორის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაისის უნივერსიტეტის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორებმა, რომელთაც კონფერენციის რეგლამენტის დამტკიცების შემდეგ, რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენციის თავმჯდომარედ, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი აირჩიეს.
„ERASMUS+“-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის – „უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ პროექტის ფარგლებში, რეგიონული უნივერსიტეტების რექტორებმა მემორანდუმით განსაზღვრული ურთიერთთანამშრომლობის დეტალები, აგრეთვე კონკრეტული რეგიონების გამოწვევები განიხილეს და კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის სამომავლო გეგმები დასახეს.
აღსანიშნავია, რომ ERASMUS+“-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის მიზანია ევროკავშირის პარტნიორებთან თანამშრომლობით საქართველოს რეგიონალური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონების განვითარებაში, მათი მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მოდერნიზება, ასევე უნივერსიტეტებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება თითოეული რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით.
პროექტში ჩართული არიან საქართველოს რეგიონალური უნივერსიტეტები და 4 ევროპელი პარტნიორი ესპანეთიდან, ავსტრიიდან, ჩეხეთიდან და ლიეტუვადან. პროექტში ასევე ჩართულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

საინფორმაციო შეხვედრა ვაქცინაციასთან დაკავშირებით

2021 წლის 20 აგვისტოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის...

20 აგვისტო, 2021 სრულად ნახვა

შეხვედრა კურსდამთავრებულებთან

მიმდინარე წლის 19 აგვისტოს გორის უნივერსიტეტის ჩონლაინ რეჟიმში შეხვდა, სასწავლო წლის დასრულება მიულოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა უნივერსიტეტის რექტორმა,...

20 აგვისტო, 2021 სრულად ნახვა