რექტორის 2020 წლის შემაჯამებელი ანგარიში

26 თებერვალი,2021

2021 წლის 26 თებერვალს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა გიორგი სოსიაშვილმა ჩაატარა ონლაინ შეხვედრა და წარადგინა წლიური, 2020 წლის შემაჯამებელი ანგარიში, სადაც აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს გააცნო გასული წლის მიღწევები, მიმოიხილა განხორციელებული პროექტები და ღონისძიებები.
რექტორმა ანგარიშის დროს განსაკუთრებით აღნიშნა გორის უნივერსიტეტის ჩართულობა განათლების ინტერნაციონალიზაციის პროცესში, ისაუბრა ამ კუთხით უნივერსიტეტის მიღწევებზე და განიხილა საერთაშორისო კავშირების გაფართოების საკითხი.
გიორგი სოსიაშვილმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მიუხედავად პანდემიისგან გამოწვეული შეზღუდვებისა და გამოწვევებისა გასული წელი დატვირთული იყო სამეცნიერო ცხოვრებით, რასაც მოწმობს კონფერენციებისა და სიმპოზიუმების სიუხვე.
რექტორმა მადლობა გადაუხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერისათვის. ასევე თითოეულ პროფესორს, ადმინისტრაციულ და აკადემიურ პერსონალს უნივერსიტეტის გაძლიერების პროცესში გაწეული სამსახურისათვის, რომლებმაც გასულ წელს, მიუხედავად მძიმე ეპიდსტუაციისა წარმატებით გაართვეს თავი ყველა გამოწვევას.
შეხვედრის დასასრულს გიორგი სოსიაშვილმა ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, გამოწვევებსა და მოსალოდნელ სიახლეებზე.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა ჩეხეთის ელჩთან

მიმდინარე წლის 26 მარტს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს, პეტრ კუბერნატს...

26 მარტი, 2024 სრულად ნახვა

ანტიკორუფციული სააგენტოს წარმომადგენლების საინფორმაციო შეხვედრა...

მიმდინარე წლის 26 მარტს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს წარმომადგენლების...

26 მარტი, 2024 სრულად ნახვა