რექტორის, პროფესორ გიორგი სოსიაშვილის ანგარიში

22 თებერვალი,2023

მიმდინარე წლის 22 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა წარადგინა 2022 წელს გაწეული მუშაობის შემაჯამებელი ანგარიში, სადაც აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს გააცნო გასული წლის მიღწევები, მიმოიხილა განხორციელებული პროექტები და ღონისძიებები.
რექტორმა ანგარიშის წარდგენისას აქცენტი გააკეთა გორის უნივერსიტეტის 2022 წლის მთავარ მიღწევაზე - უნივერსიტეტის წარმატებული ავტორიზაცია, სტატუსის ამაღლება და სადოქტორო პროგრამების განხორციელების უფლება.
ასევე, ხაზი გაუსვა გორის უნივერსიტეტის ჩართულობას განათლების ინტერნაციონალიზაციის პროცესში, ისაუბრა ამ კუთხით უნივერსიტეტის მიღწევებზე და განიხილა საერთაშორისო კავშირების გაფართოების საკითხი.
გასული წელი დატვირთული იყო როგორც სამეცნიერო, ასევე კულტურულ-შემოქმედებითი და სპორტული ღონისძიებებით, გაიმართა ხელოვნების საერთშორისო ფესტივალი „მაჩაბელი“, ჩატარდა არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენცია, საჯარო ლექცია და სპორტული აქტივობა.
რექტორმა მადლობა გადაუხადა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერისათვის, ხოლო უნივერსიტეტის თითოეულ პროფესორს, ადმინისტრაციულ და დამხმარე პერსონალს ინსტიტუციის განვითარების პროცესში გაწეული სამსახურისთვის.
შეხვედრის დასასრულს გიორგი სოსიაშვილმა ისაუბრა უნივერსიტეტის სამომავლო გეგმებზე, გამოწვევებსა და სიახლეებზე.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

დაჯილდოების ცერემონია

მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა და საჯარო სკოლების მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია.

09 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა