რევაზ სირაძის თხზულებათა ექვსტომეულის ოთხი ტომის პრეზენტაცია

06 აპრილი,2023

მიმდინარე წლის 6 აპრილს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველი ფილოლოგისა და ლიტერატურათმცოდნის, რევაზ სირაძის თხზულებათა ექვსტომეულის ოთხი ტომის პრეზენტაცია გაიმართა.
ოთხტომეული, რევაზ სირაძის თხზულებების სრულ კრებულს წარმოადგენს და „ილიას ფონდის“ ორგანიზებით გამოიცა.
პრეზენტაცია გახსნა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომლმაც მიმოიხილა რევაზ სირაძის მოღვაწეობის ასპექტები და ისაუბრა აღნიშნული გამოცემის მნიშვნელობაზე. ასევე, მადლობა გადაუხადა „ილიას ფონდს“ გაწეული მუშაობისთვს.
შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა და გამოცემის შესახებ ისაუბრა ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორმა, ბატონმა ანდრო ბედუკაძემ, რომელმაც ასევე მიმოიხილა „ილიას ფონდის“ საქმიანობა და მიზნები.
კრებულის და „ილიას ფონდის“ საქმიანობის შესახებ ისაუბრეს: ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი ხორბალაძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორს, ბატონ ანდრო ბედუკაძეს, რომლის ორგანიზებითა და ინიციატივით გამოიცა აღნიშნული კრებული. გორის უნივერსიტეტის ლიტერატურული კაფის ხელმძღვანელმა, ფილოლოგიის დოქტორმა თამარ გელიტაშვილმა და პოეტმა, პრემია „საგურამოს” გასული წლის ლაურეატმა პოეზიის ნომინაციაში - ჯემალ ინჯიამ.
შეხვედრას ესწრებოდნენ პროფესორებ-მასწავლებლები, სტუდენტები და ქალაქის საზოგადოების წარმომადგენლები.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

დაჯილდოების ცერემონია

მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა და საჯარო სკოლების მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია.

09 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა