საჯარო დისკუსია

22 ნოემბერი,2016

22 ნოემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, გორის ახალგაზრდული მოძრაობა "დროას" ორგანიზებით, გორის უნივერსიტეტის ტურიზმის მიმართულების სტუდენტებისა და ფართო საზოგადოებისთვის, გაიმართა საჯარო დისკუსია, პროექტ „მომავალი ეკოლოგიური პრობლემების გარეშე“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს გორის ახალგაზრდული მოძრაობა „დროა“, შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტისტუტის (NDI) ფინანსური მხარდაჭერით.
მოწვეული სპიკერების: შოთა ჩილინდრიშვილის (გორის ახალგაზრდული მოძრაობა), დიმიტრი გოგიაშვილის (გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა), ნიკოლოზ ღვინიაშვილის (გორის მუნიციპალიტეტის ტურისტული განვითარების სააგენტო), თამაზ მაყაშვილის (გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტურიზმის ცენტრი) მიერ წარმოდგენილი იქნა შემდეგი თემები:
ატენის ხეობის განვითარების მუნიციპალური და საერთაშორისო პროექტები.
ატენის ხეობა - სივრცე შიდა ტურიზმის და ალპინიზმისთვის.
ატენის ხეობის ტურისტული პოტენციალი.
ატენის ხეობის ეკოლოგიური მდგომარეობა და საფრთხეები.
შეხვედრას ესწრებოდნენ ატენის ხეობის მოსახლეობა, სტუდენტები, ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორის და მედიის წარმომადგენლები.

 

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა