საჯარო ლექცია მოსწავლეებისთვის

02 მაისი,2023

2023 წლის 2 მაისს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს "ფინანსური წიგნიერების" პროექტის ფარგლებში სტუმრობდნენ თბილისის 59-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები.
სტუმრებს მიესალმა და უნივერსიტეტის მოკლე ისტორია გააცნო გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი. პროექტის მონაწილეებს ასევე მიესალმნენ გორის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი თეა ხორგუაშვილი და სტუდენტთა კარიერული განვითარებისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროსი იოსებ ენუქაშვილი.
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხეს გორის უნივერსიტეტის პროფესორება, დავით ჭიოტაშვილმა და გიული გიგუაშვილმა.
საჯარო ლექციის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტი და ფოტოგამოფენა.
პროექტის ხელმძღვანელები: მაია ლელაშვილი და თამარ ჩაგელიშვილი.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

დაჯილდოების ცერემონია

მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა და საჯარო სკოლების მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია.

09 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა