საჯარო ლექცია თემაზე: „ ქართველთა ენობრივ - ეთნიკური ისტორია თანამედროვე გეოპოლიტიკურ კონტექსტში“

07 აპრილი,2016

7 აპრილს გორის უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტში, საქართველოს საპატრიარქოს, ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ტარიელ ფუტკარაძემ ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: „ ქართველთა ენობრივ - ეთნიკური ისტორია თანამედროვე გეოპოლიტიკურ კონტექსტში“ და „ქართველოლოგიის აქტუალური პრობლემების განხილვა, საინფორმაციო თავდაცვის მიმართულებით“.
ლექციას ესწრებოდა გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, გორის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და საპატიო სტუმარები - ფერეიდნელი, ქართველი, პროფესორი საიდ მულიანი და ხელოვნებათმცოდნე თურქეთიდან, ჟურნალ „ქართველოლოგიის აქტუალური პრობლემების“ სარედაქციო კოლეგიის წევრი, ბატონი ფევზი ჩელები (ჩელებაძე).
ლექციის შემდეგ შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. დასასრულს, ბატონმა გიორგი სოსიაშვილმა მადლობა გადაუხადა ბატონ ტარიელ ფუტკარაძეს და ჩამოსულ სტუმრებს საინტერესო ლექციისთვის.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო

27 ოქტომბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო, რომელშიც მონაწილეობის მიიღეს გორის...

27 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა