საჯარო ლექცია

06 ოქტომბერი,2016

მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ქალბატონ ქეთევან ციხელაშვილს საჯარო ლექცია. შეხვედრის დროს მინისტრმა ისაუბრა  სამშვიდობო პოლიტიკაზე, იმ რესურსებზე, რომელიც კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, ქალბატონმა მინისტრმა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს გააცნო სახელმწიფო პოლიტიკა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ სტუდენტთა დამატებით დაფინანსების შესახებ. საჯარო ლექციას ესწრებოდნენ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი გიორგი სოსიაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისდროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ქალბატონი ირინე დარჩია და გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ბატონი დავით ონიაშვილი.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა