საჯარო ლექცია

01 ივნისი,2023

მიმდინარე წლის 1 ივნისს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო ლექცია ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესისა და მისი სამართლებრივი ასპექტების შესახებ.
ლექციას უძღვებოდნენ იუსტიციის სამინისტროს ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტის წარმომადგენლები - ნინო მიშიძე და ნუკრი დუნდუა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს როგორც გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, ასევე სკოლის მოსწავლეებმა.
შეხვედრა მიზნად ისახავდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებთან დაკავშირებით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

დაჯილდოების ცერემონია

მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა და საჯარო სკოლების მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია.

09 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა