საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესი

06 ივნისი,2022

2022 წლის 2-4 ივნისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორები: ოთარ ჯანელიძე და იოსებ ალიმბარაშვილი სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის დედაქალაქ ბაქოში, საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესში ,,სოციალური მეცნიერებები - INCSOS VII“ მონაწილეობის მისაღებად.
გარდა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა, ქართულ დელეგაციაში შედიოდნენ სოხუმისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტების წარმომადგენლები.
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ: თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეისა და აზერბაიჯანის მილლი მეჯლისის თავმჯდომარეები: მუსტაფა შენთოფი და საჰიბა გაფაროვა, აზერბაიჯანის განათლების მინისტრი - ემინ ამრულაევი და სხვა ოფიციალური პირები.
ქართველ მეცნიერებს შეხვდა საქართველოს დესპანი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში რევაზ საყვარელიძე.
კონფერენციის მეორე დღეს ქართულ დელეგაციას უმასპინძლა აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, მილლი მეჯლისის წევრმა, კავკასიოლოგიის ინსტიტუტის თავმჯდომარემ მუსა ქასიმლიმ.
ბატონი ოთარ ჯანელიძე კონფერენციაზე წარსდგა მოხსენებით: ,,თბილისი - აზერბაიჯანის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადების ადგილი“, ხოლო იოსებ ალიმბარაშვილი - ,,გორის საოსტატო სემინარია და მისი აზერბაიჯანული განყოფილება“.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

დაჯილდოების ცერემონია

მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა და საჯარო სკოლების მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია.

09 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა