საერთაშორისო ტრენინგი

23 ოქტომბერი,2022

         21-23 ოქტომბერს, საქართველოს მკვლევართა მობილობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ TWINNING პროექტთან თანამშრომლობით გაიმართა სამ დღიანი საერთაშორისო ტრენინგი: ,,ჰორიზონტი ევროპის საკონტაქტო პირებისა და საგრანტო ოფისების მოვალეობები და სტრატეგიული მიდგომა’’.
სამუშაო შეხვედრა გახსნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ - ქალბატონმა ნუნუ მიცკევიჩმა.
ღონისძიება მიზნად ისახავდა:

  • ქართული სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებისათვის საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და შესაძლებლობების განვითარებას; 
  • ჰორიზონტი ევროპის ეროვნული საკონტაქტო პირებისა (NCP) და საგრანტო ოფისების კოორდინატორების უნარებისა და კომპეტენციების კვლევას;
  • დისკუსიებს კომპლექსურ პროექტებზე წარმატებული აპლიკაციების შემუშავების პროცესში მკვლევარების წინაშე არსებული გამოწვევების დასადგენად.

    შეხვედრაში მონაწილეობდნენ: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის, ჰორიზონტი ევროპას ეროვნული ოფისის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები.

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

დაჯილდოების ცერემონია

მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა და საჯარო სკოლების მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია.

09 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა