საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში

31 ოქტომბერი,2022

2022 წლის 31 ოქტომბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ბატონი გოჩა ჯავახიშვილი.
ბატონ გოჩა ჯავახიშვილს უმასპინძლა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, შეხვედრას ესწრებოდა გორის მუნიციპალიტეტის მერი, ბატონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი.
ოფიციალური შეხვედრის შემდეგ, ბატონმა გოჩა ჯავახიშვილმა სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: "დიპლომატიური პროტოკოლი, მოლაპარაკებები და კომუნიკაციის ხელოვნება".
საჯარო ლექცია გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, რომელმაც, ბატონ გოჩა ჯავახიშვილს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ვიზიტისა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის.
ლექციის დასასრულს გაიმართა დისკუსია.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

დაჯილდოების ცერემონია

მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა და საჯარო სკოლების მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია.

09 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა