საღამო ლიტერატურულ კაფეში

14 მარტი,2023

მიმდინარე წლის 14 მარტს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის გიორგი მახარობლიძის სახელობის ლიტერატურულ კაფეში გაიმართა საღამო - ,,ერთი ნაცნობი და შვიდი უცნობი ამბავი“.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მივიწყებული და ამავე დროს საინტერესო ფოლკლორული ამბები, რომელთაც გარკვეული ისტორიული ფაქტები აკავშირებდათ ღონისძიებაზე გაჟღერებულ ხალხური მუსიკის ნიმუშებთან.
საღამო მიჰყავდა მუსიკოსს, ნიკოლოზ ღვინიაშვილს.
მასთან ერთად ტრადიციული, ქართული ხალხური სიმღერები წარმოადგინეს გუნდის წევრებმა: ნიკა ნებიერიძემ, გიორგი მამესწარაშვილმა, გაგა აბუაშვილმა, ლევან ბლუაშვილმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მუსიკითა და ფოკლორით დაინტერესებული ქ. გორის საზოგადოების და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები, სტუდენტები.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

დაჯილდოების ცერემონია

მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა და საჯარო სკოლების მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია.

09 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა