საგანმანათლებლო-სარეკრეაციო პროექტი-მომავლის ბანაკი

29 ივლისი,2019

სსიპ "ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრსა” და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მიმდინარე წლის 27-31 ივლისს გორის უნივერსიტეტის 132 სტუდენტი ჩაერთო საგანმანათლებლო-სარეკრეაციო პროექტში -"მომავლის ბანაკი" შაორში.

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ არის საქართველოს მთავრობის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სამთავრობო სამოქმედო გეგმისა და ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად მუშაობს ახალგაზრდული საქმიანობის სტრატეგიული მიმართულებებით, რომლის ფარგლებშიც უზრუნველყოფს კულტურული, შემოქმედებითი და რეკრეაციული პროგრამების რაოდენობისა და მასშტაბების ზრდის ხელშეწყობას. აღნიშნული სტრატეგიული მიმართულებების შესრულების მიზნით ხორციელდება პროგრამა „მომავლის ბანაკი“, რომელიც გულისხმობს საზაფხულო და ზამთრის ბანაკების ორგანიზებას მთელი საქართველოს მასშტაბით, ასევე საერთაშორისო ბანაკების განხორციელებას.

"მომავლის ბანაკი" მიზნად ისახავს:
ახალგაზრდების ჩართვას რეკრეაციულ, საგანმანათლებლო, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებში;
ქვეყანაში მოხალისეობრივი საქმიანობის წახალისებას, ახალგაზრდებში მოხალისეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და მათ გააქტიურებას/ჩართვას სხვადასხვა ტიპის აქტივობებში.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა