საინფორმაციო შეხვედრა სასტიპენდიო პროგრამების შესახებ

03 ნოემბერი,2022

მიმდინარე წლის 3 ნოემბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურისა და პროფესორ ედვარდ რაუპის ორგანიზებით, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სასტიპენდიო პროგრამების შესახებ გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც წარუძღვნენ ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები - ლიკა გუმბერიძე, თეა კუჭუხიძე და ანა ხარიბეგაშვილი.
საელჩოს წარმომადგენლებმა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს ინფორმაცია მიაწოდეს აშშ-ს საელჩოს მიერ ორგანიზებული გაცვლითი პროგრამებისა და საგრანტო კონკურსების შესახებ.
მათ შორის:
1. Global Undergraduate Exchange Program (UGRAD);
2. Fulbright Graduate Student Program;
3. Fulbright Faculty Development Program;
4. Fulbright Visiting Scholar Program;
5. Benjamin Franklin Transatlantic Fellows Summer Institute;
6. Study of the United States Institutes (SUSI) for teachers.
ამავე შეხვედრაზე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენელმა, ქალბატონმა რუიზან მექვაბიძემ სტუდენტებს ინფორმაცია მიაწოდა ევროპის უნივერსიტეტებში სასტიპენდიო და მობილობის პროგრამების შესახებ.
შეხვედრის დასასრულს საელჩოს წარმომადგენლებმა უპასუხეს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის კითხვებს.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

დაჯილდოების ცერემონია

მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა და საჯარო სკოლების მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია.

09 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა