საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებისთვის

21 აპრილი,2023

მიმდინარე წლის 21 აპრილს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტებისთვის, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სტაჟირების პროგრამის შესახებ.
შეხვედრას უძღვებოდა საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი, ბატონი ლევან ძნელაძე. პრეზენტაციას ესწრებოდნენ: ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, ბატონი დავით არდაზიშვილი, შიდა ქართლის სამმართველოს უფროსი, ბატონი დავით სადაღაშვილი და hr, ბატონი ზვიად ჭილაია.
პრეზენტაციის დროს სტუდენტებს გააცნეს ინფორმაცია
საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილ დანაშაულთა წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის გზაზე განათლებული და მოტივირებული ახალგაზრდების მოზიდვის, პროფესიონალი და მაღალკვალიფიციური კადრების დასაქმების მიზნით, საგამოძიებო სამსახურში დაგეგმილი სტაჟირების კონკურსის შესახებ, ასევე ისაუბრეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სპეციფიკის შესახებ.
შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

დაჯილდოების ცერემონია

მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა და საჯარო სკოლების მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია.

09 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა