საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან

25 მარტი,2022

მიმდინარე წლის 25 მარტს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა, ბატონმა ზურაბ ზურაბაშვილმა და ამავე სამსახურის საერთაშორისო პროგრამების კოორდინატორმა, პროფესორმა რუიზან მექვაბიძემ საინფორმაციო შეხვედრა გამართეს უნივერსიტეტის სტუდენტებთან.
საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე მყოფ სტუდენტებს მიაწოდეს ინფორმაცია ერასმუს +-ს მობილობის და სხვა საერთაშორისო მობილობის პროგრამებისა და შესაძლებლობების შესახებ.
საინფორმაციო ხასიათის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა გაგრძელდა კითხვა-პასუხის ფორმატში.
საერთაშორისო მობილობის პროგრამების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე (https://gu.edu.ge/ge/international-relations1/exchange-programs).

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა