საინფორმაციო შეხვედრა

16 ნოემბერი,2016

მიმდინარე წლის 16 ნოემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის და სტუდენტთა სტატისტიკა-რეგისტრაციის სამსახურის წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ჰუმანიტარული და სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტების სტუდენტებთან.
საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის წარმომადგენლებმა, ქალბატონმა რუიზან მექვაბიძემ და ბატონმა ზურა ზურაბაშვილმა სტუდენტებს მიაწოდეს ინფორმაცია მობილობის მიმდინარე პროგრამების შესახებ. სტუდენტთა სტატისტიკა-რეგისტრაციის სამსახურის წარმომადგენელმა, ბატონი ნიკოლოზ მიდოდაშვილი სტუდენტებს ესაუბრა უნივერსიტეტის საინფორმაციო ბაზის გამოყენების შესახებ.
P.S. დამატებით გაცნობებთ, რომ ინფორმაცია მობილობის პროგრამების შესახებ განთავსებულია უნივერსიტეტის ვებ გვერდზე, საერთაშორისო ურთიერთობების ნაწილში.
განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტებთან აღნიშნული ტიპის შეხვედრა გაიმართება 17 ნოემბერს, 13.00 საათზე.

 

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა