საიუბილეო ღონისძიება

18 დეკემბერი,2019

17 დეკემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა პროფესორ ზურაბ ზერაკიძის დაბადებიდან 80 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება.
საღამო გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც ხაზი გაუსვა ბატონი ზურაბის სამეცნიერო ღვაწლს და ისაუბრა უნივერსიტეტის წინაშე მის დამსახურებაზე.
მისალოცი სიტყვები წარმოთქვეს: გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ხორბალაძემ, საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის პრეზიდენტმა, ტექნიკური უნივერსიტეტის მათემატიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა დავით ნატროშვილმა, თსუ მათემატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სტატისტიკის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, პროფესორმა ომარ ფურთუხიამ, გორის უნივერსიტეტის პროფესორებმა ჯემალ ქირიამ და ელდარ მამისთვალიშვილმა, გორის უნივერსიტეტის სტუდენტმა ნინო რაზმაძემ.
საიუბილეო ღონისძიებაზე გორის უნივერსიტეტის სტუდენტებმა შეასრულეს მუსიკალური ნომრები.
ღონისძიებას უძღვებოდა გორის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ჟურნალ „ჩვენი უნივერსიტეტის“ რედაქტორი იოსებ ჭუმბურიძე.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა