საიუბილეო საღამო

05 თებერვალი,2016


2016 წლის 4 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ჩაატარა ხუთი წლის საიუბილეო საღამო გორის გ. ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში, სადაც მონაწილეობას იღებდა გორის უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი, მოწვეულნი იყვნენ ანსამბლი „ჩუქურთმა“ თამაზ ტატიშვილის ხელძღვანელობით და ანსამბლი „ქართლი“ ნოდარ მაისურაძის ხელმძღვანელობით. ასევე მოწვეული იყო ღონისძიების წამყვანი ზაზა ალექსიძე, ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა მიხეილ წითელაშვილი. საღამოს შესრულდა 14 ნომერი (ძველი თბილისის სურათები, ოსური, ქართლის დედა, მთიულური, აფხაზური, კავკასიური პოპური, ნაბდური, სვანური, ჯუთა, ყაზბეგური, ჩეჩნური, სნო, პოპური, დავლური).ღონისძიება დასრულდა ანსამბლის ხელმძღვანელების მიერ შესრულებული ნომრით (დავლური). საღამოს ესწრებოდნენ: გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იოსებ ალიმბარაშვილი და უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, სტუდენტები და საზოგადოების წარმომადგენლები.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო

27 ოქტომბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო, რომელშიც მონაწილეობის მიიღეს გორის...

27 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა