სამეცნიერო კონფერენცია - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აქტუალური საკითხები.

07 ივნისი,2019

ბავშვის უფლებათა კონვენციის მიღების 30 წლისთავთან დაკავშირებული კამპანიის ფარგლებში, მიმდინარე წლის 7 ივნისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია - ,,არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აქტუალური საკითხები“.
ღონისძიება გახსნა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ: სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მარიკა შერაზადიშვილი, პროფ. ნუნუ კვანტალიანი, დავით ბოსტოღანაშვილი და იოსებ გაბარაევი. კონფერენციას გაუძღვა ივანე ბალახაშვილი.
კონფერენცია ჩატარდა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკის და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ორგანიზებით, ასევე ა(ა)იპ ,,საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ მხარდაჭერით.

 

 

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა