სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: ,,ბათუმი – წარსული და თანამედროვეობა”

03 მაისი,2019

2019 წლის 30 აპრილს და 1 მაისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა X საიუბილეო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: ,,ბათუმი – წარსული და თანამედროვეობა”, რომელიც მიეძღვნა ბათუმის ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიის, ფოლკლორის, კულტურის, არქიტექტურის, ტურიზმის, ეკოლოგიის, ეკონომიკის და დემოგრაფიის საკითხებს.
პლენარულ სხდომაზე გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სახელით, კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი ხორბალაძემ. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს აგრეთვე პროფესორებმა: მაია აზმაიფარაშვილმა და გიული გიგუაშვილმა. პროფ. გიორგი ხორბალაძემ წარადგინა სამეცნიერო ნაშრომი „ზურაბ გორგილაძის ლექსის თავისებურებანი და პოეტური აბრისი“, ასოც. პროფესორმა მაია აზმაიფარაშვილმა - „მდგრადი განვითარების ეროვნული მიზნების ძირითადი პრიორიტეტები ქალაქ ბათუმში“, პროფესორმა გიული გიგუაშვილმა - „ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენების ასპექტები ბათუმის სასტუმროებში“. ჩვენი უნივერსიტეტის წარმომადგენლები აქტიურად ჩაერთვნენ კონფერენციის პროგრამით გათვალისწინებულ კულტურულ ღონისძიებებში. მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა