სამეცნიერო კონფერენცია

05 ივნისი,2015

2015 წლის 5 ივნისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჰუმანიტარული ფაკულტეტისა და გორისა და ატენის ეპარქიის ორგანიზებით წმინდა მღვდელმთავარ ალექსანდრეს (ოქროპირიძე) დაბადებიდან 190-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა.
კონფერენცია გახსნა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ გორისა და ატენის მიტროპილიტი, მეუფე ანდრია (გვაზავა), მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტი, მეუფე ანანია (ჯაფარიძე), გორის უნივერსიტეტის ისტორიისა და არქეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ელდარ მამისთვალიშვილი და უნივერსიტეტის უფროსი მასწავლებელი ზურაბ ოქროპირიძე.
პლენარულ სხდომაზე მოხსენებები წაიკითხეს აფხაზეთის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ჯემალ გამახარიამ, საქართველოს ეკლესიის ისტორიის მკვლევარმა ლუარსაბ ტოგონიძემ, მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტმა, მეუფე ანანიამ (ჯაფარიძე), საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორმა ტარიელ ფუტკარაძემ და გორის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა იოსებ ალიმბარაშვილმა.
პლენარული სხდომის შემდეგ მუშაობა გაგრძელდა სექციებში.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო

27 ოქტომბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო, რომელშიც მონაწილეობის მიიღეს გორის...

27 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა