სამეცნიერო კონფერენცია

12 ივნისი,2015


2015 წლის 12 ივნისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ქართული ენისა და ლიტერატურის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ორგანიზებით იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი მესამე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა. 

კონფერენცია გახსნა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა.
პლენარულ სხდომაზე მოხსენებები წაიკითხეს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ვიანორ ახალაიამ, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა როინ ჭიკაძემ და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორმა გიორგი გოგოლაშვილმა.
პლენარული სხდომის შემდეგ მუშაობა გაგრძელდა შემდეგ სექციებში: ენათმეცნიერება, ლიტერატურათმცოდნეობა და პედაგოგიკა, სადაც მოისმინეს 60 მოხსენება.
კონფერენციის დასრულების შემდეგ მოეწყო ექსკურსია ყინწვისის სამონასტრო კომპლექსში.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო

27 ოქტომბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო, რომელშიც მონაწილეობის მიიღეს გორის...

27 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა